Polski Education, promotion and organization of volunteer work, cultural activities,
international cooperation, vocational, ecology

Translation in Georgian language

Erasmus+ (2014-2020) არის „ახალგაზრდობა მოქმედებაში“ (2007-2013), Lifelong Learning (2007-2013)  და სხვა პროგრამების გაგრძელება.

აღნიშნული პროგრამა ფინანსურ მხარდაჭერას უწევს განათლების, ტრენინგების, ახალგაზრდათა და სპორტის სფეროში მოღვაწე სხვადასხვა დაწესებულებებსა და ორგანიზაციებს.

Erasmus + პროგრამა ხელს უწობს მონაწილეებში კომპეტენციების ამაღლებას, რის შედეგადაც ზრდის მათი დასაქმების შანსებს. პროგრამა ასევე ხელს უწყობს განათლების მოდერნიზაციას მოიცავს ტრენინგებსა და ახალგაზრდული სისტემების მხარდაჭერას.

 

EVS „ევროპული მოხალისეობრივი სერვისი“

მოხალისეობა იძლევა კარიერის წამოწყების, ყოველდღიური რუტინისაგან თავის დაღწევისა და ამბიციების შესრულების შესაძლებლობას, ისევე როგორც იდეალური პასუხია მოთხოვნაზე, გააკეთო საქმე უანგაროდ, სხვების სასარგებლოდ შენს ქვეყნის გარეთ. არ არის საჭირო სპეციალური კვალიფიკაცია, გარდა სურვილისა, რომ იმოქმედო.

მოხალისე შეიძლება გახდეს 17–30 წლის პიროვნება.

მოხალისეობრივი სამსახური გრძელდება 2–დან 12 თვემდე.

გამგზავნი ორგანიზაცია (Sending organization) პასუხისმგებელია მოამზადოს მოხალისეები და დახმარება გაუწიოს მათ სამსახურის დაწყებამდე,სამოხალისეო სამსახურის პერიოდსა და დასრულების შემდეგ, ევროპის მოსალისეობრივი სერვისის (EVS) ფარგლებში.

მიმღები ორგანიზაციის (Hosting organization) მოვალეობაა უზრუნველყოს მოხალისე უსაფრთხო და შესაბამისი პირობებით, სამოხალისეო პროგრამის მთელი პერიოდის განმავლობაში. პასუხისმგებელმა ორგანიზაციამ უნდა უზრუნველყოს მოხალისე ინდივიდუალურად, მხარი დაუჭიროს ენების შესწავლაში, ისევე როგორც დაეხმაროს აქტივობების განხორციელებაში. ორგანიზაციამ ასევე უნდა უზრუნველყოს პერსონალური, ლინგვისტური და მიზნებზე ორიენტირებული მხარდაჭერა, მათ შორის დანიშნოს მენტორი მოხალისეებისათვის.

კოორდინატორი ორგანიზაციის (Coordinating organization) მიზანია მხარი დაუჭიროს პროექტის განხორციელებას ადმინისტრაციულად და ხარისხის კონტროლით, ისევე როგორც პროექტის პარტნიორების თანამშრომლობის ხელშეწყობით.

Facebook